LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ქვეითს შეეჯახა, შემდეგ გაჩერებულ მანქანას – დაშავდა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი

191
ავარია

თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვარდისუბანში მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა, შემდეგ გაჩერებულ მანქანას. გავრცელებული ინფორმაციით დაშავებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია და ის საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g