LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლას“ ყველაზე იაფფასიანი მოდელის პრემიერის თარიღი ცნობილია

191
tesla

ყველაზე იაფფასიანი ელექტროქარის პრემიერა 1-ელ მარტს შედგება. სწორედ ამ დღეს ამერიკული ავტომწარმოებელი ტეხასის შტატში ინვესტორებს შეხვდება და სიახლეებს გააცნობს. ახალი მოდელი კონკურენციას გაუწევს Volkswagen Id.3-ს, რაც ახალი სტრატეგიის უმთავრეს ნაწილს წარმოადგენს.

ახალი „ტესლას“ სასტარტო ფასი 25 ათასი დოლარი იქნება და მისი შექმნა ჯერ კიდევ 5 წლის წინ დაანონსდა. ცნობილია, რომ ის აიწყობა პლატფორმაზე რომლის ფასიც Tesla Model 3-სა და Model S-ის პლატფორმებზე ორჯერ ნაკლებია. შესაბამისად ასეთი ელ-ქარის წარმოება ბევრად იაფი იქნება.

მომავალი „ტესლას“ ხელმისაწვდომობა გახდება მთავარი ფაქტორი, რამაც ის ბაზარზე მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი უნდა გახადოს. ილონ მასკის თქმით, ახალი მოდელის რეალიზების მაჩვენებელი Model S-ის, Model 3-ის და Model Y-ის გაყიდვების საერთო მაჩვენებელზე მეტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები