LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თიბისი ბანკი” და ”ჯეოსელი” წარმატებულ ბიზნესმენებს დააჯილდოებენ

55

”თიბისი ბანკი” საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას გამართავს, რომლის მიზანი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობაა. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს,  პროექტს გენერალურ პარტნიორობას უწევს სატელეკომუნიკაციო კომპანია ”ჯეოსელი”.

”ერთის მხრივ, ბიზნესდაჯილდოება მიზნად ისახავს წაახალისოს წარმატებული ბიზნესმენები და მისცეს მათ მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ; ხოლო, მეორეს მხრივ, სხვებს მიეცეთ სტიმული და ინსპირაცია, რომ გამოიყენონ ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები და განავითარონ თავიანთი ბიზნესი”, – განაცხადეს ”თიბისი ბანკში”. მათივე ცნობით, ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში, დარეგისტრირებულნი არიან 2016 წლამდე და მათი წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 მილიონ ლარს.  გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში :

  • წლის ტურისტული ბიზნესი;
  • წლის აგრობიზნესი;
  • წლის ქართული პროდუქტი;
  • წლის ინოვაციური ბიზნესი;
  • წლის მარკეტინგული კამპანია;
  • წლის მცირე ბიზნესი;
  • წლის ბიზნესი.

”ნომინაციაში „წლის ტურისტული ბიზნესი“ შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი ბიზნესი, რომლის მომსახურების ძირითადი მომხმარებლები არიან ადგილობრივი ან უცხოელი ტურისტები და რომელმაც მოიპოვა განსაკუთრებული აღიარება მათი მხრიდან. ნომინანტი სშეფასებისას ყურადღება მიექცევა მომხმარებლების მიერ საჯაროდ დაფიქსირებულ შეფასებებს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ მინიჭებულ რეიტინგებს, სტატიებს ან სიუჟეტებს ადგილობრივ და უცხოურ მედიაში, სოციალურ ქსელებში, კომპანიის ვებგვერდის პოპულარობას, სხვადასხვა კონკურსებში მიღებულ ჯილდოებს და ა.შ.

ნომინაციაში„წლის აგრობიზნესი“ მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, შენახვა, განაწილება ან გადამუშავება. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი  მეტწილად  იყოს ნაწარმოები/გადამუშავებული საქართველოში. პრიორიტეტი ისეთ კომპანიებს მიენიჭებათ, რომლებიც პროდუქციას შესაბამისი ინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აწარმოებენ.

ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი“ შესაძლებელია ნებისმიერი სფეროს ბიზნესმა წარადგინოს ნებისმიერი ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნა, დანერგა ან განავითარა საქართველოში. პროდუქტშიი გულისხმება როგორც მატერიალური (საკვები, სათამაშო, ტანისამოსი და სხვ.), ასევე არამატერიალური (ვიდეო, ვებგვერდი, ფილმიდასხვ.) საქონელი. შეფასებისას ყურადღება მიექცევა ისეთ ბიზნესს, რომელმაც საკუთარი პროდუქტი ექსპორტზე გაიტანა და ამგვარი პროდუქტის გატანა ექსპორტზე მანამდე არ ხორციელდებოდა.მნიშვნლოვანია ერთჯერადი იყო თუ არა ნომინანტი ბიზნესის მიერ განხორციელებული ექსპორტი და რა ღონისძიებები გაატარა მან ახალ ბაზარზე დასამკვიდრებლად, რამდენად გაზარდა წილი მიზნობრივ ბაზარზე და რა საექსპორტო პოტენციალი გააჩნია მას.

ნომინაციაში „წლის ინოვაციური ბიზნესიმონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ისეთ ბიზნესებს, რომლებმაც შექმნეს, დანერგეს ან განავითარეს ისეთი ტექნოლოგიური სიახლე ან გამოგონება, რომელსაც გააჩნია კომერციალიზაციის პოტენციალიან გარკვეული სოციალური დატვირთვა.ტექნოლოგიური ინოვაცია შეიძლება იყოს, როგორც პროდუქტი, ასევე მომსახურება, ან პროცესი. შესაძლებელია ტექნოლოგიური ინოვაცია არ იყოს უნიკალური მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ იყოს ინოვაციური საქართველოსთვის ან იმ არეალისთვის,სადაც იგი შეიქმნა, დაინერგა ან განვითარდა.

ნომინაციაში „წლის მარკეტინგული კამპანია“ შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი სფეროს ბიზნესი, რომელმაც განახორციელა ისეთი მარკეტინგული კამპანია, რომლის შედეგადაც ბიზნესმა/ბრენდმა/პროდუქტმა მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა მომხმარებელში, რაც აისახა მომხმარებლის რაოდენობის და გაყიდვების მოცულობის საგრძნობ ზრდაში.

ნომინაციაშიწლის მცირე ბიზნესი“შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი სფეროს ბიზნესი, რომლის ბრუნვაც არ აღემატება 1.5 მილიონ  ლარს; რომელმაც მიაღწია  განსაკუთრებულ წარმატებას ბიზნესის განვითარების კუთხით და  მცირე ზომის მიუხედავად მოახერხა მომხმარებლისთვის თავის დამახსოვრება.

კომისია ასევე გამოავლენს გამარჯვებულს ნომინაციაში „წლის ბიზნესი“.   შეფასებისას კომისიის წევრები იხელმძღვანელებენ ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა  ბიზნესის განსაკუთრებული მიღწევები და ამ მიღწევების ამსახველი საინტერესო ისტორიები, ბიზნესი, რომელსაც სათავეში უდგანან ახალგაზრდები და რომელსაც აქვს საერთაშორისო განვითარების პოტენციალი. ნომინაციაში გამარჯვებული ერთი წლით თიბისი ბიზნესის ელჩი გახდება და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში”, – განმარტეს ”თიბისი ბანკში”.

მათივე ინფორმაციით, „წლის მარკეტინგული კამპანიის“ ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება ელექტრონულად, საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით.  სხვა დანარჩენ ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისგან შემდგარი კომისია. ნომინაციაში “წლის ბიზნესი” გამარჯვებული შეირჩევა ჯამურად შემოსული აპლიკანტებიდან. ხოლო დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითეულ მათგანში შერჩეული სამი ფინალისტისგან, რომელთა პორტფოლიოები წარედგინება საზოგადოებას მედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყება 21 ივნისიდან და გაგრძელდება 15 აგვისტომდე, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება  ნოემბერში. აპლიკაციები მიიღება ონლაინ, შემდეგ მისამართზე: www.Businessaward.ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g