LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის სამი ჯილდო მოიპოვა

486
თიბისი

თიბისის, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, ჯილდო სამ ნომინაციაში გადაეცა. თიბისი პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ამ დაჯილდოებაზე ერთდროულად 3 ჯილდოს მოპოვება შეძლო.

ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ ჯილდო მიიღო თიბისის IT აკადემიამ, რომელიც ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ თანამედროვე და მოთხოვნად ტექნოლოგიურ პროფესიებს. აკადემიაში სწავლების პროცესს, თიბისის გუნდის პროფესიონალებთან ერთად, ხელმძღვანელობენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის წამყვანი სპეციალისტები, რაც ყოველწლიურად ზრდის სასწავლო პროგრამების ხარისხსა და რეალურ გავლენას სექტორზე.

თიბისის IT აკადემია 2019 წელს დაარსდა. დღეს უკვე 5000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მათგან 30%-ი თიბისი ჯგუფში მუშაობს, დანარჩენი კი სხვადასხვა წარმატებულ ტექნოლოგიურ კომპანიაში აგრძელებს კარიერას. IT აკადემია საქართველოში პროფესიული განვითარებისა და ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემის გაძლიერების ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი პლატფორმაა.

თიბისიმ მეორე ჯილდო კატეგორიაში „კლიმატის მდგრადობის მიღწევა“ მიიღო. თიბისიმ წარადგინა ის აქტივობები და ინიციატივები, რომელსაც გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში ახორციელებს. კლიმატის ცვლილებაზე ზრუნვა თიბისის ESG სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. თიბისი ელექტროენერგიას 12 მზის სადგურიდან იღებს, რითაც რეგიონებში ფილიალების მოხმარების 80%, თბილისში კი 27% იფარება. ავტოპარკის 57% ელექტრო და ჰიბრიდული მანქანებისგან შედგება. თიბისის მდგრადი პორტფელის მოცულობა 2.07 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 1.2 მილიონი ლარი მწვანე და კლიმატთან დაკავშირებული ნაწილია.

მესამე ჯილდო კი თიბისის ESG აკადემიისთვის გადაეცა კატეგორიაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის“. თიბისიმ ESG აკადემიის შესაქმნელად, ორგანიზაციის Finance in Motion დახმარებით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში – EFSE Development Facility და GGF Technical Assistance Facility. ESG აკადემია არის მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას უფასოდ სთავაზობს ქართულ ენაზე. პირველი კურსი „მწვანე ცნობიერება და მწვანე დაფინანსება“ თიბისისა და საერთაშორისო სატრენინგო კომპანია „დეველორის“ თანაავტორობით შეიქმნა. აკადემიის კურსს, ჯამურად, 900 თიბისელი და 300 მომხმარებელი გაივლის სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტიდან.

აღსანიშნავია, რომ გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე თიბისის დამატებითი სპეციალური ჯილდოც გადაეცა. ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც კომპანიამ, რომელიც კონკურსის არსებობის მანძილზე აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ ინიციატივაში, მრავალი წელია უზიარებს ბიზნესსექტორსა და საზოგადოებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამასთანავე, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია.

(R)

magti 5g