LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა მახალდიანი: „დღევანდელობაში ოჯახის შენარჩუნება ძალიან რთულია, მერვე წელია, ერთად ვართ… ჩვენ შორის დღესაც დიდი სიყვარულია, მაგრამ ის ეიფორია, რომელიც 8 წლის წინ ახლდა ამ სიყვარულს, ნელ-ნელა წლებთან ერთად იკლებს…“

315
თიკა მახალდიანი

თიკა მახალდიანი საკუთარი ოჯახური ცხოვრებისა და სირთულეების შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უყვება და ამბობს, რომ კამათი ყველა ოჯახში ხდება:

„დღევანდელობაში ოჯახის შენარჩუნება ძალიან რთულია, ყოველი ფეხის ნაბიჯზე მესმის, რომ ოჯახები ინგრევა, ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ ვთვლი, რომ ძალიან რთულ პერიოდში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახშიც არის კამათი და კონფლიქტები, როგორც ყველგან, მაგრამ რაღაცნაირად პრობლემებს გადავაბიჯებთ ხოლმე და მერვე წელია, ერთად ვართ…

დროსთან ერთად, რა თქმა უნდა, ყველაფერი იცვლება. როდესაც ბავშვი ჩნდება, მთელი ყურადღება მასზე გადადის. რა თქმა უნდა, ჩვენ შორის დღესაც დიდი სიყვარულია, მაგრამ ის ეიფორია, რომელიც 8 წლის წინ ახლდა ამ სიყვარულს, ნელ-ნელა წლებთან ერთად იკლებს. სამაგიეროდ, სხვა თვისებები გადმოდის წინა პლანზე, ეს არის მეგობრობა, ურთიერთგაგება და განცდა, რომ გვერდით საიმედო ადამიანი გყავს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g