LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მოსახლეობას უთხრა – თუ გინდათ NATO, გინდათ ომი!

127
თინა ბოკუჩავა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა ეხმაურება.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება, გამხდარიყო NATO-ს წევრი – ჩვენ ვხედავთ შედეგებს“ – პრემიერი კითხვაზე, რატომ დაიწყო რუსეთმა ომი

ბოკუჩავას თქმით, „ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მოსახლეობას უთხრა – თუ გინდათ NATO, გინდათ ომი!“.

ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, პრემიერი ღიად ეწევა ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ჩვენთვის NATO-ს პერსპექტივის გაქრობას ემსახურება.

გოცირიძე: ღარიბაშვილის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, რადგან მან კონსტიტუცია დაარღვია

„პაპუაშვილს ჩვენი მხრიდან პრემიერის დაბარება მიაჩნია კაპრიზად, ასე ესმის მას ოპოზიციის ფუნქცია და ანგარიშვალდებულების ფუნქცია, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაში უნდა არსებობდეს. ღარიბაშვილმა გუშინდელი განცხადებით ჩვენი ქვეყნის 73 პროცენტს, რომელიც მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, უთხრა, რომ თუ გინდათ ნატო, გინდათ ომი! ეს იყო არსი ამ განცხადების და ისინი ცდილობენ საზოგადოებაში პროდასავლური განწყობების შეცვლას. ასეთ მწვავე მოცემულობაში როცა პრემიერი ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, ღიად თავს ესხმის NATO-ს იდეას, რომელიც არის მშვიდობის ალიანსი, რომელიც დასავლეთმა თავის დროზე შექმნა საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის არის ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს პრემიერი პარლამენტში და არა ერთი თვის შემდეგ, როგორც საიდუმლოდ შეთანხმდნენ ბატონი შალვა და ღარიბაშვილი, ისიც რეგლამენტის დარღვევით, რომელიც ითვალისწინებს, რომ თარიღის შეთანხმება უნდა მოხდეს ბიუროზე, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილებები. ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი არ დგას დღეს, როცა პრემიერი ღიად ეწევა ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ემსახურება ჩვენთვის ნატოს პერსპექტივის გაქრობას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

პაპუაშვილი: „ღარიბაშვილის სიტყვებს დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოჰყვა.. საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში“

„ეს იყო დიდი ისტორიის მქონე, დიდი ამბიციების მქონე, პატარა ქვეყნის, თავმოყვარე პრემიერ-მინისტრის სიტყვა” – ირმა ზავრადაშვილი

„Говорит Москва!“ – რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები