LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოკიოში ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი გაიმართა

136
ტოკიო

ტოკიოს ცენტრალურ პარკში, საქართველოს დღეების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი გაიმართა.

იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა ღვინის მწარმოებელი 9 კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს. 

ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას იაპონელი სომელიე რიუნოსუკე იოშიჰარა უძღვებოდა.

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში საქართველოს საელჩოს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, ქართული ღვინის ფესტივალი ტოკიოში უკვე მეორედ ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g