ირინა შეიკმა „ინსტაგრამზე“ ცხელი და საოცრად დამაინტრიგებელი ფოტოების სერია გაავრცელა. ის ყოფილ მეუღლესთან, ბრედლი კუპერთან ერთად ისვენებს, მან „სთორიში“ ექს-მეუღლის ფოტოები გაავრცელა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
რაც შეეხება ბრედის, ინსაიდერის ცნობით, სპორტსმენი საერთოდ არ ეჭვიანობს, პირიქით ის აღფრთოვანებულია.
„ტომი ერთ წამითაც არ ეჭვიანობს, პირიქით, ის აღფრთოვანებულია მათი ახლო, მეგობრული ურთიერთობით. ის ბრედლის დიდ პატივს სცემს და თვლის, რომ ის შესანიშნავი მამაა. ტომი მოხარულია, რომ ირინა და ბრედლი ერთობლივად ზრდიან ქალიშვილს“, – აცხადებს ინსაიდერი.