LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ რომ არ ყოფილიყავით, რა მეშველებოდა?! გმადლობთ ყველა წამისთვის, რაც კი ჩემთვის გაგიციათ“ – როგორ ულოცავს ნატალია ქუთათელაძე საკუთარ პედაგოგს დაბადების დღეს

180
ნატალია ქუთათელაძე

ოპერის მომღერალი, ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და მის მასწავლებელს, კლასიკური ვოკალის პედაგოგს, დოდო დიასამიძეს, დაბადების დღეს ულოცავს.

ნატალია ქუთათელაძე იუბილარ პედაგოგს საჯაროდ, ემოციური ტექსტით მიმართავს:

„ჩემი ყველაზე საყვარელი, ძვირფასი, მნიშვნელოვანი, მთავარი და მაგარი დოდოს დაბადების დღეა!

დოდო მას, თქვენ რომ არ ყოფილიყავით, რა მეშველებოდა?! ჯანმრთელად უნდა გვყავდეთ.

ასეთი ლამაზი, კაშკაშა, ენერგიით და იუმორით სავსე, შარმიანი და უნიჭიერესი დოდო ვის ჰყავს? არც არავის!

გკოცნით შორეული ირლანდიიდან და გმადლობთ ყველა წამისთვის, რაც კი ჩემთვის გაგიციათ“, – მიმართავს ნატალია ქუთათელაძე საკუთარ პედაგოგს.

ნატალია ქუთათელაძის ოჯახური იდილია – რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი

ფოტო/ვიდეო: ნატალია ქუთათელაძე ოჯახთან ერთად ისვენებს – კადრები რაჭიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g