“კოჯორში ჩემი ყოფნა ნამდვილად იყო „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება, თუმცა პარტიის მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა წევრის საქმიანობა მოგწონს”- ასე ეხმაურება თენგიზ ცერცვაძე ჯანადაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს მიმართ კრიტიკულ განცხადებას.
ცერცვაძე ამბობს, რომ მსგავსი რიტორიკით სერგეენკოს მიმართავდა მთელი 7 წლის განმავლობაში და მას შემდეგაც.
„თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით მწვავე და კატეგორიული მოთხოვნებიც არის. პრაქტიკულად, მუშაობას ვერ ვაგრძელებთ, თუ არ იქნა განხორციელებული გადაუდებელი სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები…
პოლიტიკური ბრძოლა კორონასა და ჰეპატიტს შორის: რა მოყვება ცერცვაძე-სერგეენკოს კრიტიკას
"ხელისუფლება „სამი მუშკეტერიდან“ ერთ-ერთის განაწყენებას მოერიდება".
თუ საჭირო გახდა, მე წარმოვადგენ თითოეული იმ წინადადების არგუმენტებს, რომელიც ჩემს განცხადებაში არის. ამ ეტაპზე არ მიმაჩნია საჭიროდ“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
გუშინ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით სერგეენკოს მიმართავს და დაკონკრეტებას სთხოვს, “რა გააკეთა” და “რა გაუფუჭა” სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.
