LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენს მეუღლეს მეგრული გვარი რომ არ ჰქონოდა, ცოლად მაინც გაჰყვებოდით? – რას პასუხობს ნანუკა გულუა წამყვანს და რა გამოავლინა დეტექტორმა „იმედის“ ეთერში

349
ნანუკა გულუა

ტელეწამყვანი და მსახიობი ნანუკა გულუა „სიცრუის დეტექტორში“ იმყოფებოდა სტუმრად.

წამყვანის კითხვაზე: „თქვენს მეუღლეს მეგრული გვარი რომ არ ჰქონოდა, ცოლად მაინც გაჰყვებოდით?“, – ნანუკა პასუხობს, რომ რა გვარიც არ უნდა ჰქონოდა, კახას მაინც გაჰყვებოდა.

თუმცა, დეტექტორის „თქმით“, მისი პასუხი სიცრუე იყო.

„დეტექტორზე ეს კითხვა რომ დამისვეს, ვიხსენებდი, კახა რომ გავიცანი, მითხრეს თუ არა, მისი გვარი, მაგრამ ეს მომენტი არ მახსოვს.

კახა საერთოდ არაა მეგრელი. იმერელია, გიჟდება თავის კუთხეზე“, – ამბობს ნანუკა.

„გული მწყდება, რომ მეგრულმა სეპარატიზმმა დაგღუპა“. – უთხრა ნანუკას ხუმრობით წამყვანმა, გიორგი გასვიანმა.

„კარგმა შეკითხვამ დამღუპა. თუ კახა კაშიასთან ეს მომენტი ქვეცნობიერში მქონდა და ახლა გამოჩნდა, არ მეპრობლემება“. – ამბობს ნანუკა.

ცნობისთვის, ნანუკა გულუა და კახა კაშია მესამე შვილს ელოდებიან.

იხილეთ ვიდეო

„41 წლის ასაკში მესამე შვილზე ვარ ორსულად და ჩემს წონაზე წუწუნის უფლება არ მაქვს“ – ნანუკა გულუამ „იმედის“ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ წონაზე ბულინგის გამო გაჩენილ კომპლექსებზე ისაუბრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g