LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენს შვილებს პატარაობიდანვე ჩაუნერგეთ, არასდროს არავის მისცენ უფლება უთხრან, რომ რაიმეს გაკეთება არ შეუძლიათ…“ – ფსიქოლოგი, გიორგი ჩოგოვაძე

170
გიორგი ჩოგოვაძე

„თქვენს შვილებს პატარაობიდანვე ჩაუნერგეთ, არასდროს არავის მისცენ უფლება უთხრან, რომ რაიმეს გაკეთება არ შეუძლიათ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი, გიორგი ჩოგოვაძე წერს.

„შვილს არ უნდა უყვირო! ბავშვი ოჯახის სარკეა, შენ თუ ყვირილით და ჩხუბით ესაუბრები, მერე ნუღარ გიკვირთ ქალებზე მოძალადე „კაცები“ – ფსიქოლოგი, გიორგი ჩოგოვაძე

ფსიქოლოგი ამბობს, რომ შესაძლებლობები ვითარდება შრომით, სწავლით და გამოცდილებით და სხვისი სიტყვები საერთოდ არ არის საბოლოო განაჩენი:

„ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია საკუთარ შესაძლებლობებზე რწმენის ჩამოყალიბება. ადრეული ასაკიდანვე ბავშვი მუდმივად იღებს შეტყობინებებს გარემოდან — რა შემიძლია და რას ვერ შევძლებ.

✅სწორედ ამ შეტყობინებების საფუძველზე ყალიბდება მისი თვითშეფასება, მოტივაცია და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება.

შესაძლებლობები ვითარდება შრომით, სწავლითა და გამოცდილებით, სხვისი სიტყვები საერთოდ არ არის საბოლოო განაჩენი.

✅დასასრულს, ბავშვისთვის ყველაზე ძლიერი საჩუქარი არ არის მხოლოდ ახალი ტელეფონი ან ძვირიანი სამოსი, არამედ ბავშვმა არავის უნდა მისცეს უფლება დაუწესონ საზღვრები.

✅ეს უნარი მომავალში გადაიქცევა ფსიქოლოგიურ მდგრადობად, დამოუკიდებლობად და პასუხისმგებლობით მიღებულ თავისუფლებად“, – წერს ფსიქოლოგი სოციალურ ქსელში.

თქვენს შვილებს პატარაობიდანვე ჩაუნერგეთ, არასდროს არავის მისცენ უფლება უთხრან, რომ რაიმეს გაკეთება არ შეუძლიათ😗…

Posted by ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე – Psychologist Giorgi Chogovadze on ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g