ბილი აილიშმა ჟურნალს – Vanity Fair ტრადიციად ქცეული ინტერვიუ მისცა.
2017 წლიდან არტისტსა და გამოცემას შორის საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ ინტერვიუს, რომელიც ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხს გულისხმობს და მომღერლის პიროვნულ და პროფესიულ ევოლუციას გვთავაზობს.
ინტერვიუ შემსრულებელის გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს თვალი ადევნონ, როგორ იზრდებოდა და იცვლებოდა მათი კუმირი, მისი კარიერა და პიროვნება წლიდან წლამდე. როგორც ბილიმ აღნიშმა, ეს მისთვისაც ერთგვარი გამოწვევა და ამაღელვებელი პროცესია.
აილიშმა, რომელიც 18 დეკემბერს 23 წლის ხდება, წინა ინტერვიუების მსგავსად, ამჯერადაც იმავე კითხვებს უპასუხა, რომელთაც გამოცემა უკვე მერვე წელია უსვამს.
ცნობისთვის, აილიში 15 წლის იყო, როცა Vanity Fair-მა მასთან პირველი ვიდეოინტერვიუ ჩაწერა. მაშინ ახალბედა მუსიკოსი უკვე 16 წლის ასაკში მუსიკალური ინდუსტრიის ამომავალ ვარსკვლავად იქცა, გამოცემამ კი იმავე ინტერვიუ მასთან 1 წლის შემდეგაც ჩაწერა და ტრადიციასაც საფუძველი ჩაეყარა.
შეგახსენებთ, რომ ბილი აილიშმა მსმენელისა და კრიტიკოსების ყურადღება 2015 წელს მიიპყრო, როცა Soundcloud-ზე სიმღერა – Ocean Eyes ატვირთა. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი – When We All Fall Asleep, Where Do We Go 2019 წლის 29 მარტს გამოვიდა. მას შემდეგ მან სახელი მნიშვნელოვნად მოიხვეჭა, უამრავი რეკორდი მოხსნა და არაერთი მსოფლიო ჰიტის ავტორ-შემსრულებელად იქცა.