საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის EY-ს ახალ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალური ავტობაზარი სწრაფად ბრუნდება ტრადიციულს ბენზინის ძრავებისკენ. როგორც Reuters წერს, სულ უფრო მეტი მომხმარებელი აკეთებს არჩევანს ტრადიციული აგრეგატის მქონე მანქანებზე.
რატომ იზრდება მოთხოვნა ტრადიციულ ძრავებზე?

ანალიტიკოსების თქმით, მიზეზები რამდენიმეა:
- გლობალური გეოპოლიტიკური გაურკვევლობა
- მყიდველების ეჭვები ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის მზადყოფნაზე
- ელექტრომობილების მაღალი ღირებულება
- მთავრობების მიერ ელექტრომობილებთან დაკავშირებული პოლიტიკის კორექტირება
- აშშ და ევროკავშირი თითქოს უკან იხევენ.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წამოაყენა ინიციატივა, მნიშვნელოვნად შერბილდეს საწვავის მკაცრი ნორმები, რომელიც წინა ადმინისტრაციამ დააწესა. ექსპერტების მოლოდინით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის ბენზინის მანქანებზე მოთხოვნას.
ამასობაში, ევროკავშირში 2035 წლიდან შიგაწვის ძრავების სრული აკრძალვის გეგმების შემსუბუქებას განიხილავენ.
EY-ს გლობალური განყოფილების ხელმძღვანელის, კონსტანტინ გაალის თქმით, მთავრობები იძულებულნი არიან პოლიტიკა შეცვალონ, რადგან ელექტრომობილებზე გადასვლა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს.

კვლევის მიხედვით:
საერთაშორისო მყიდველთა 50% ამბობს, რომ მომდევნო 24 თვეში აპირებს ახალი ან მეორადი შიგაწვის ძრავიანი ავტომობილის შეძენას;
ეს 13%-ით მეტია, ვიდრე 2024 წელს;
ელექტრომობილების მყიდველთა წილი 10%-ით შემცირდა;
ჰიბრიდებზე მოთხოვნა 5%-ით დაეცა (16%-მდე);
ელექტრომობილის პოტენციურ მყიდველთა 36% მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარების გამო გეგმებს ცვლის;
ჩინური ავტომობილები კვლავ აუმჯობესებენ პოზიციებს;