ამერიკის ეპატაჟურმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამჯერად მედიის ყურადღება ხანგრძლივი და დაუსრულებელი ხელის ჩამორთმევით მიიპყრო.
ტრამპი მის მეუღლესთან ერთად, საფრანგეთში ბასტილიის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
დამშვიდობებისას მან საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ხელი ჩამოართვა და აღარ გაუშვა. ტაპმა მაკრონის ხელი დაახლოებით 25 წამის განმავლობაში არ გაუშვა, რაც კადრებში საკმაოდ უხერხულად და არაბუნებრივად ჩანს.
აშშ-ს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან გამომშვიდობება ისე მოახერხა, რომ მაკრონისთვის ხელი არ გაუშვია. ტრამპს ორივე მათგანის ხელი ერთდროულად ეჭირა.
საფრანგეთის დატოვების შემდეგ, ტრამპმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ამ დიდებულ პარადზე წარდგენა მისთვის დიდი პატივი იყო.
It was a great honor to represent the United States at the magnificent #BastilleDay parade. Congratulations President @EmmanuelMacron! pic.twitter.com/1J4vZiy98y
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) July 14, 2017
ეს არ არის ტრამპის პირველი ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა. მისი ეს ჩვევა დიდი ხანია ჟურნალისტებმა შენიშნეს. თუმცა, ეს უკანასკნელი რეკორდული იყო.
მაისში, მაკრონისა და ტრამპის ხელის ჩამორთმევა ასევე, დიდი ხნით გაგრძელდა. მაშინ მაკრონმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ეს იყო ნდობის გამოხატვა.
იაპონიის მინისტრის ხელი ტრამპს კი დაახლოებით, 18 წამი ეჭირა.
თამთა უთურგაშვილი