LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ“ – საბა ბრაჭველი მოქალაქეებს მიმართავს

198
საბა ბრაჭველი

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი, საბა ბრაჭველი აქციების დროს დაკავებისას მოქცევისა და მოქალაქეების უფლებების შესახებ, სოციალურ ქსელში საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს.

როგორც იგი აღნიშნავს, „გუშინდელი ძალადობის ავტორების დაკავების ნაცვლად, შსს-მ დააანონსა, ხალხს გამოკითხვებზე დავიბარებთო.“

თეიმურაზ კუპატაძე: „თბილისში მიმდინარე მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა კანონმდებლობით მიღებულ ზომებს – ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები“

„ამ კანონის მიღებით ევროკავშირში ჩვენ ვერაფრით ვეღარ შევალთ… ის მიჰყვება რუსულ ყაიდას, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გამოიყენოს არც ერთი ჩამკეტი მექანიზმი და დაარტყას მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს” – საბა ბრაჭველი

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი, საბა ბრაჭველი განმარტავს, თუ რატომ არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მისი აზრით, ე.წ რუსულ კანონის ანალოგი.

„ამიტომ, თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ:

✅უარს ამბობთ განყოფილებაში გამოკითხვაზე;

✅თანხმდებით მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და ელოდებით შესაბამის ორდერს;

✅თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად.

❌არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ

❌არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ

❌არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ ‘შედეგებით’, თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ.

🔹577070563 – სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზის ნომერი

🔹1481 – სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათი მიზანი უბრალოდ ჩვენი შეშინებაა. მშვიდად და მხნედ უნდა შევხვდეთ მათ ყველა ხრიკს და 11-ში კიდევ უფრო მეტი უნდა გავიდეთ მარშზე იმის საჩვენებლად, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ. ერთად ვერ მოგვერევიან.

ძალა ერთობაშია.“ – წერს საბა ბრაჭველი.

შსს: „მიმდინარე აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დავაკავეთ“

გუშინდელი ძალადობის ავტორების დაკავების ნაცვლად, შსს-მ დააანონსა, ხალხს გამოკითხვებზე დავიბარებთო. ამიტომ, თუ…

Posted by Saba Brachveli on Wednesday 8 May 2024
magti 5g