LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მტკიცებულება ვერ იქნება, მტკიცებულება ბოდიშის მოხდამ უნდა ჩაანაცვლოს – სარჯველაძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

49
მიხეილ სარჯველაძე

უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს და აცხადებს, რომ გამორიცხულია ასეთ განცხადებას რაიმე საფუძველი ჰქონდეს.

როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, უკრაინის დაზვერვის ბრალდებას სჭირდება მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის ბოდიშის მოხდამ უნდა ჩაანაცვლოს:

“გამორიცხულია, ასეთ ბრალდებებს და ასეთ განცხადებას რაიმე საფუძველი ჰქონდეს. ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფება უკრაინა, მე ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, გარკვეულ სიფრთხილეს გვავალდებულებს და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ზღუდავს შესაძლებლობას, იმაში, რომ რელევანტურად წარვმართოთ პროცესები ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით.

დაუშვებელი იყო მტკიცებულების გარეშე ასეთი განცხადების გაკეთება და თუ მტკიცებულება ვერ იქნება, რასაკვირველია, მტკიცებულება უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ”, – აღნიშნა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.

ამავე თემაზე:

ფინანსთა სამინისტრო: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი და პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს

სუსი უკრაინის დაზვერვისგან კონტრაბანდული ტვირთების გადატანაზე მტკიცებულებებს ითხოვს

წულუკიანი: ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად

ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ: მდინარაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, ჩვენ მაინც მზად ვართ, ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ – კობახიძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ამ ტიპის დეზინფორმაცია სრულიად მიუღებელია – პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა: კახა კალაძე

გიორგი მშვენიერაძე: საქართველოს შესახებ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი არ არის

საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე – რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას გასცენ ბრძანებები, სპეცსამსახურებმა თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?: უკრაინის ვიცე-პრემიერი

ხვიჩია: თუ საქართველო კონტრაბანდული დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება, გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო

უსუფაშვილი: ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g