LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის ურთიერთობაში მთავარია სამი რამ: ერთგულება, პატივისცემა და ნდობა. ნდობა თუ არ არის ურთიერთობაში, იქ აზრი არაფერს აქვს“ – რას ამბობს მარიამ კეკუა ლაშა ბექაურთან ურთიერთობაზე?

1998
მარიამ კეკუა და ლაშა

გადაცემაში „დღის პოსტი“ „კატრინის“ მოდელები იმყოფებოდნენ სტუმრად, რომლებმაც ისაუბრეს თემაზე, როგორი ბიჭები მოსწონთ.

მოდელებს შორის იყო მარიამ კეკუა, რომელიც საზოგადოებამ გასულ ზაფხულს, როგორც ლაშა ბექაურის შეყვარებული, ისე გაიცნო. მარიამი პარიზის ოლიმპიადაზე ლაშას საგულშემატკივროდ იყო წასული.

„დღის პოსტში“ სტუმრობისას მარიამმა ისაუბრა წყვილის ურთიერთობაში აუცილებელ პირობებზე.

„ჩემთვის ურთიერთობაში მთავარია სამი რამ: ერთგულება, პატივისცემა და ნდობა. ნდობა თუ არ არის ურთიერთობაში, იქ აზრი არაფერს აქვს.

ურთიერთობაში მთავარია ბიჭის ხასიათიც.

ლაშა ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა, არ ვაპირებ ჩემ პირადზე საუბარს. მირჩევნია, უფრო ზოგადზე ვისაუბრო“, – აღნიშნა მარიამმა. ჟურნალისტის კითხვაზე, დაკავებულია თუ არა მისი გული მოდელი პასუხობს – „ჩემი გული დაკავებულია“.

„შენ ისეთი კარგი ხარ, თვით ზღაპარი ხარ“ – ლაშა ბექაურის შეყვარებულის უსაყვარლესი ვიდეო

ლაშა ბექაურის რჩეულის საუკეთესო ფოტოსესიები „ინსტაგრამიდან“ – მარიამ კეკუა სამოდელო კარიერას იკეთებს

ფოტო: „ჩემპიონს ჩემპიონური გემოვნება რომ ჰქონია…უნდა უყურო და დატკბე ისეთი სილამაზე აქვს“ – ლაშა ბექაურის შეყვარებული ახალ ფოტოებში უბრალოდ მშვენიერია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g