LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოპოზიცია ამ ნაბიჯზე წავიდა, შეიძლება, პარლამენტში შესვლაზე ვიფიქრო – ზურაბ ჯაფარიძე

356
japar2

“შეთანხმების მიზანი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. თუ ეს იქნება გასაგები საღი აზრის დონეზე, შეთანხმება მოხდა და პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ოპოზიცია წავიდა ამ ნაბიჯზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება, ვიფიქრო პარლამენტში შესვლაზე. სხვა შემთხვევაში, გამორიცხულია”,-ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით “გირჩი” აპირებს იყოს განსხვავებული სხვა პარტიებისგან, მათ შრის პოლიტიკური ბრძოლის ხერხებით.

“ჩვენი ელექტორატი, მეტწილად, იქნება „გირჩის“ მხარდამჭერები, ის ხალხი, ვინც ამ არჩევნებზე მხარი დაგვიჭირა. ჩვენი მიზანია, უფრო მეტად გავიზარდოთ. ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა მოხდეს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ვაპირებთ, გავაგრძელოთ „გირჩის“ კეთება ისევე, როგორც ამას „გირჩი“ აკეთებდა. ვაპირებთ, რომ ისევე ვიყოთ განსხვავებული ყველა სხვა პარტიისგან, ბევრი თვალსაზრისით, მათ შორის – პოლიტიკური ბრძოლის ხერხებით”,-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ახალი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დააარსა. პარტიის ყრილობაზე განაცხადეს, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე იქნება. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები იქნებიან ცოტნე კობერიძე, ნიკა მოსიაშვილი, მარიტა რატიანი, ნინო საჯაია, ანა ჩიქოვანი, ბორის ყურუა, სანდრო თარხან-მოურავი და მირიან ბეჟიტაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები