LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რომელიმე სახელმწიფო ჩინეთისადმი შემზღუდველი ზომების ზღვარს გასცდება, მას შესაძლოა “პასუხი მოეთხოვოს”

209
5e413dcc782b6

ზოგიერთმა ქვეყანამ უგულებელყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და უმაღლესი შემზღუდველი ზომები მიიღო – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა სქართველოში, ლი იანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელჩს მიაჩნია, რომ ეს არა მხოლოდ საზიანოა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლისთვის, არამედ აძლიერებს პანიკას და გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკასა და თავისუფალ ვაჭრობაზე.

ლი იანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფოს მიერ ჩინეთისადმი მიღებული შემზღუდველი ზომები ზღვარს გასცდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, შესაძლოა, მას პასუხი მოსთხოვოს.

ორონავირუსთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე ახალ მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)

„გენერალურმა დირექტორმა ტედ როსმა ცხადჰყო, რომ ამ მომენტში არ არის აუცილებელი ისეთი ზომების მიღება, რომლებიც საერთაშორისო მოგზაურობასა და ვაჭრობას ხელს შეუშლის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება ჩინეთის წინააღმდეგ ტურიზმის, ვაჭრობისა და სხვა სფეროებში შეზღუდვების დაწესებას. იმედი გვაქვს, რომ ზოგიერთი ქვეყანა მშვიდად, რაციონალურად და ობიექტურად შეაფასებს ეპიდემიის მდგომარეობას, პატივს სცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიტეტულ რეკომენდაციებს და თავიდან ავიცილებთ ზედმეტ რეაქციებს“, – განაცხადა ელჩმა.

მან, საზოგადოებას, ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მიმდინარე პროცესებიც გააცნო და აღნიშნა, რომ ჩინეთი ყველა პრევენციულ ზომას მიმართავს, ამიტომ უხანის გარდა სხვა პროვინციაში კორონავირუსის ეპიდემია არ გავრცელებულა.

კორონავირუსის დედაქალაქი: რითი იყო ცნობილი ვირუსამდე ქალაქი უხანი

„დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, მთავარი ამოცანა ეპიდემიის პრევენცია და კონტროლია. ძალა ერთობაშია – ამ სულისკვეთებით ჩინელი ხალხი ცდილობს ვირუსს გაუმკლავდეს.  ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ახალი წლის არდაგეგები გახანგრძლივდა. ასევე, ხალხს მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან. დროებით შეჩერდა ქვეყნის შიდა და გარე ჯგუფური ტურიზმის ბიზნესი, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებულ პირთა სხეულის ტემპერატურის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი“, – დასძინა ლი იანმა.

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g