თუ სააკაშვილი გარდაიცვლება პატიმრობაში, ჯოჯოხეთური ფასი იქნება გადასახდელი საქართველოში ყველასთვის, – აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას მაგნიტსკის აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ.
„არ ვიცი, ამ თავდაჯერებულობას რა აძლევს „ქართულ ოცნების“ წევრებს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი თუ გარდაიცვალა მათ პატიმრობაში, ვფიქრობ, მათი ლეგიტიმურობა, როგორც მთავრობის, შეირყევა, ჩამოიშლება და იქნება ძალიან მკაცრი სანქციები, რომელიც დასავლეთიდან წამოვა.
თუ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვლება პატიმრობაში, იქნება ჯოჯოხეთური ფასი გადასახდელი საქართველოში ყველასთვის, ვინც პასუხს აგებდა, ექიმიდან და პრემიერით დაწყებული და ვინც პრემიერის უკან დგას, ისინიც აგებენ პასუხს, თუ ეს მოხდება”, – აცხადებს ბილ ბრაუდერი.