LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ შესაფერის პარტნიორს ვერ ვიპოვი, 3-4 შვილს მაინც გავაჩენ“ – რიანა „ვოგის“ კარეკანზე

289
safe-image

მას შემდეგ, რაც 32 წლის ბარბადოსელმა ლამაზმანმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად საკმაოდ სოლიდური თანხა გაიღო, ის ბრიტანული „ვოგის“ მაისის ნომრის გარეკანზე მოხვდა.

რიანამ კორონავირუსთან საბრძოლველად 5 მილიონი დოლარი გამოყო

32 წლის მომღერალმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდიდან 5 მილიონი დოლარი გამოყო, ეს თანხა COVID-19-თან ბრძოლაში ჩაბმულ ორგანიზაციებს მოხმარდება.

რიანამ  უამრავ თემაზე ისაუბრა, ისაუბრა ახალ ალბომზე და ასევე პირად ცხოვრებაზე.

„ათი წლის შემდეგ 42 წლის ვიქნები, იმ დროისთვის თუ შესაფერის პარტნიორს ვერ ვიპოვი, სამ ან ოთხი შვილს გავაჩენ“, – აღნიშნა არტისტმა.

9 „გრემის“ მფლობელმა არტისტმა ალბომზეც ისაუბრა:

„ჩარჩოებში არ ვარ მოქცეული. მე უკვე ყველაფერი მოვახერხე, გამოვცადე საკუთარი თავი უამრავ ჟანრში და არაერთი ჰიტი ჩავწერე,  ზუსტი პასუხი არ მაქვს, როდის გამოვუშვებ ახალ ალბომს, მაგრამ გეტყვით, რომ სტუდიაში ძალიან აქტიურად ვმუშაობ“, – განაცხადა მუსიკოსმა.

ფოტოებზე ბარბადოსელი ლამაზმანი „ბარბერის“, „რაფ სიმონსის“ და „მეისონ-მარჯიელას“ ტანისამოსითა და აქსეუარებით პოზირებს.

შეგახსენებთ, წლის დასაწყისში, რიანა და მისი შეყვარებული, არაბეთის პრინცი, ჰასან ჯამილი ერთმანეთს დაშორდნენ. უფრო მეტიც, რიანას ყოფილმა შეყვარებულმა ტაბლოიდებს მისი და რიანას საერთო ფოტოების წაშლა მოთხოვა.

რიანას ყოფილმა შეყვარებულმა ტაბლოიდებს მისი და რიანას საერთო ფოტოების წაშლა მოთხოვა

პორტალი BlackSportsOnline-ის დამაარსებელი წერს, რომ ჯამილმა 3 წლის წინ გადაღებული ფოტოების წაშლა მოინდომა, თანაც პრინცის ინტონაციაში მუქარა უფრო ჩანდა, ვიდრე თხოვნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები