LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ თქვენი, როგორც ხელისუფლების ქცევა კრემლს ახარებს, თქვენს საგარეო პოლიტიკაში პრობლემებია“ – ლორა თორნტონი

126
Untitled design

NDI საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელი, გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ლორა თორნტონი რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას ეხმიანება და ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ეს გადაწყვეტილება „მადლობას“ ჰგავს.

ლორა თორნტონმა ამის შესახებ „რონდელის ფონდის“ უსაფრთხოების კონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა:

„რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების განახლება ძალიან მკაფიოდ იყო წარმოდგენილი, როგორც – მადლობა. მადლობა რისთვის? მადლობა საქართველოს მთავრობას მისი ქცევისთვის, და თუ თქვენი, როგორც ხელისუფლების ქცევა კრემლს ახარებს, თქვენს საგარეო პოლიტიკაში პრობლემებია.

წულუკიანი: უვიზო მიმოსვლის აღდგენას საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი უმრავლესობა დადებითად შეხვდა.. დავიცავთ ყველა იმ სანქციას, რომელიც დასავლურ სამყაროს აქვს დაწესებული

დეგნანი: არ ვიცი, რატომ უნდა მიესალმოს ვინმე საჩუქარს ქვეყნიდან, რომელიც სასტიკი აგრესორია – არსებობს უსაფრთხოების საკითხებიც, არის თუ არა ავიაკომპანია სანქცირებული, აქვთ თუ არა თვითმფრინავებს სათანადო ნაწილებ

ეს ასევე არის ევროპისა და აშშ-სადმი ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ინტერესი, საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს, ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, რადგან ევროპელებმა მოსკოვსა და ევროპის დედაქალაქებს შორის ფრენები გააუქმეს.

მათ ეს ძვირად უჯდებათ, მაგრამ ეს გააკეთეს, რადგან ამ ოჯახის წევრები არიან და უკრაინის დასაცავად საერთო ძალისხმევაში იღებენ მონაწილეობას.

ალუდა ღუდუშაური: ელენე ხოშტარია ალბათ პირველი იქნება ვინც ჩაფრინდება და რუსეთიდან რუბლებს პირდაპირ „ქეშად“ აიღებს

როცა საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია სურთ, მათივე ქმედებებში განსხვავებულ სურათს ვხედავთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მხედველობაში მიიღება, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და ნატოში ინტეგრაციაზე გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგება საქმე.

„ფეხებზე მკიდია რუსულიც და ისეთი ევროპულიც, რაც ჩემ ქვეყანას ვნებს. მე ვარ ქართველი და მაშასადამე ქართველი“ – დიმიტრი ხუნდაძე

მთავრობის ქცევა წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის ქცევასთან. მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, საჭიროა ცხადი გახდეს, რომ ყველაფერი ქართველი ხალხისთვის კეთდება და არა საქართველოს მთავრობისთვის. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს“, – განაცხადა თორნტონმა.

ცნობისათვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 10 მაისს გააუქმა.

რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება 15 მაისიდან ამოქმედდა. საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლას კომპანია Azimuth Airlines განახორციელებს.

Georgia Airways რუსეთის მიმართულებით ფრენებს 20 მაისიდან გეგმავს

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიიდან ამოიღო

„რუსეთის ფოსტამ“, შესაძლოა, საქართველოში გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით ტრანსპორტირება დაიწყოს

კობახიძე: იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტი არ მიიღებს სანქცირებულ ბორტებს, ვერ დასანქცირდება, მაშინ უნდა დაასანქცირონ თურქეთის, ისრაელის, აზერბაიჯანის და სხვა ქვეყნის აეროპორტებიც 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g