LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ უნდათ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და უარი უთხრან ამომრჩეველს, ეს მათ არჩევანია : შალვა პაპუაშვილის პასუხი მამუკა ხაზარაძეს

64
შალვა პაპუაშვილი

“თუ უნდათ კვლავ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, როგორც აქამდე იყვნენ ძირგამომთხრელ მდგომარეობაში და უარი უთხრან საკუთარ ამომრჩეველს წარმომადგენლობაზე, ეს მათი არჩევანია,” – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას.

რაც შეეხება “ლელოს” ლიდერის განცხადებას, იმ შემთხვევაში თუკი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი გაგრძელდება, მამუკა ხაზარაძე ოპოზიციას ბოიკოტისკენ მოუწოდებს, .

შალვა პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში ყოფნით ისინი ანგარიშს „ქართულ ოცნებას“ კი არ უწევენ, არამედ იმ მანდატს ასრულებენ, რაც ამომრჩეველმა მიანიჭა.

“აქ არაფერ შუაშია „ქართული ოცნება“, არც ნიშნის მოგება გვჭირდება ჩვენ, არც ანგარიშის გაწევა. ისინი წარმოადგენენ საკუთარ ამომრჩეველს” – შალვა პაპუაშვილი

“როგორც აქამდე იყვნენ ძირგამომთხრელ მდგომარეობაში, როცა პარლამენტში არ იყვნენ, თუ უნდათ კვლაც ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას და უარი უთხრან საკუთარ ამომრჩეველს წარმომადგენლობაზე, ეს მათი არჩევანია,”- განაცხადა პაპუაშვილმა.