LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუკი კობახიძეს აქვს თავი ამნისტიის ის კანონპროექტი გაიტანოს, რომელიც მას სურს, აბა გაიტანოს თუ არის ვაჟკაცი პოლიტიკოსი, თავისი სიტყვის კაცი და პრინციპული: ნიკა მელია

68
მელია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ოპოზიცია მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ აპირებს „ამნისტიის კანონის“ მიღებას“, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება და აცხადებს, რომ „თუკი კობახიძეს აქვს თავი ამნისტიის ის კანონპროექტი გაიტანოს, რომელიც მას სურს, გაიტანოს თუ არის ვაჟკაცი პოლიტიკოსი, თავისი სიტყვის კაცი და პრინციპული“.

მისივე განმარტებით, „ბიძინა ივანიშვილი მისგან ვერ ეღირსება იმ განცხადების მოსმენას, ან წერილობითი სახით წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელია ამნისტიაზე თანხმობას აცხადებს“.

„რამდენჯერ უნდა გააკეთოს კომენტარი ბატონმა კობახიძემ და რამდენჯერ უნდა ვუპასუხო მას, როგორც ოლიგარქის წარმომადგენელს, რომ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი ჩემგან ვერ ეღირსება იმ განცხადების მოსმენას ან წერილობითი სახით წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელიას ამნისტიაზე თანხმობას აცხადებს ან როგორც ახმოვანებენ, რომ თითქოს არ უნდა უარვყო. ეს გამორიცხულია! ჩემს კოლეგებს სწორი პოზიცია აქვთ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხვდებიან, რამდენად არაგულწრფელი რეჟიმია. ყველაფერს აკეთებენ, რომ შეთანხმების აღსრულება შეთანხმების თანახმად მოხდეს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ უმრავლესობა ჯერ კიდევ “ქართულ ოცნებას“ აქვს და რასაც უნდათ იმას გააკეთებენ.

თუკი კობახიძეს აქვს თავი ამნისტიის ის კანონპროექტი გაიტანოს, რომელიც მას სურს, აბა გაიტანოს თუ არის ვაჟკაცი პოლიტიკოსი, თავისი სიტყვის კაცი და პრინციპული – ჩემი პასუხი ცნობილია.

კობახიძეს აქედან ვეუბნები, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს, ხელი არ აუკანკალდეს და ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც მას სურს. მესმის, რომ მას ოპოზიციის ეშინია. მესმის, რომ მას სიამოვნებას არ ანიჭებს ის, რომ მომეცა შესაძლებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან აქტიურად და მჭიდროდ ვიყო ამომრჩეველთან და ველზე ვაკეთებდე პოლიტიკას, მაგრამ მას ამის ატანა მოუწევს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა მელიამ.

ვინმეს მხრიდან მცდელობა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო მოწოდებული, პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობაა: არჩილ თალაკვაძე

კობახიძემ თქვა, ოპოზიცია მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ აპირებს „ამნისტიის კანონის“ მიღებასო – დიახ, ასეა, რადგან პოლიტიკური პატიმარი ქვეყანას არ სჭირდება: ვაშაძე

თუ ამნისტიის კანონი არც ქართულ ოცნებას და არც მეორე მხარეს არ უნდა, „ლელოს“ საერთოდ არ სჭირდება: მამუკა ხაზარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g