ტურისტები 2025 წელს ორჯერ მეტს გადაიხდიან, რათა ვენეცია ნახონ. ტურისტული გადასახადის ზრდის შესახებ New York Post იტყობინება.
როგორც გამოცემა აზუსტებს, პირველად გადასახადი 2024 წლის დასაწყისში შემოიღეს და ის 5 ევროს შეადგენდა. ამიერიდან კი ზოგიერთ შემთხვევაში დამსვენებლებს მთელი 10 ევროს გადახდა მოუწევთ. ამ თანხას გაიღებენ მოგზაურები, რომლებსაც არ აქვთ დაჯავშნილი რომელიმე ტური და ქალაქში მინიმუმ 4 დღით მაინც არ აპირებენ გაჩერებას.
აღსანიშნავია, რომ ისინი ვინც ქალაქში ყოფნის დროს არ დარეგისტრირდებიან, ჯარიმას – 310 დოლარს გადაიხდიან.
იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი დანიშნულების ხელისუფლებამ გადამეტებულ ტურიზმთან ბრძოლა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. მაგალითად, ერთ-ერთი სიახლე გახდა ის, რომ 25 და მეტ კაციანი ჯგუფების შემოსვლა, გიდის თანხლებით – სასტიკად აიკრძალა.