„ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „ლელოს“ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც რუსეთთან და ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას გულისხმობს.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტურისტული მიმართულების განვითარება ეკონომიკის გაძლიერებასთან პირდაპირ კავშირშია.
„ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოსვლას და ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ მიმართულების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ზოგადად ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ადამიანების დასაქმებასთან და ა.შ.“ – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, რომ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს.