რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
ადგილზე ისმის მოქალაქეების შეძახილები – „სცენაზე“, რითაც ისინი სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.
„თურმე გადაიდო ამ საღამოს ამ ნაძვის ხის ანთება. მე მგონია, ბარბარობაზე ჩემთან მოდიან. მინდა, გისურვოთ მშვიდობიანი საღამო. არ იყოს აქ არანაირი პროვოკაცია. ნაძვის ხის ანთება ამ საღამოს აღარ იქნება. თქვენ, ყველანი ერთად იყავით მშვიდობიანად, იყავით ერთად და მე ვარ თქვენთან ერთად იმიტომ, რომ აქ, არც ერთ პროვოკაციას არ დავუშვებთ. მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემ გულში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი“ – კახა კალაძე