LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურმე ტრაილერში, სადაც იმალებოდა, არაჟნით იყო დატვირთული…შეიძლება სავსეც, სანამ ბელადი მუსრს გაავლებდა!: ლევან ნიკოლეიშვილი

246
Capture8554

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში „სატვირთო ავტომანქანით შემოპარვას“ ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილი საქართველოში ტრაილერით შემოვიდა, რომელიც არაჟნით იყო დატვირთული.

მისივე თქმით, სააკაშვილი მანქანაში ყოფნის დროს ვიდეოებს იღებდა, „რამე რომ იყოს“, ვითომ როგორ გაიტაცეს და იმ ტრაილერის მძღოლს, რომელიც თავის ჭკუით საქმე გაუკეთა ღუპავდა“.

„საავადმყოფოში გადაყვანას საჭიროებსო, ამბობენ ექიმები, ადვოკატები, მხარდამჭერები სააკაშვილზე. კი უნდა გადავიდეს, მაგრამ რომელი პროფილის იქნება ეს საავადმყოფო, აი ეს არის საკითხავი: ყოფილი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, ჯერ ომიდან და შემდეგ ქვეყნიდან გაქცეული, საქართველოში სიტუაციის არევის მოსურნე, უკრაინაში ამრევ-დამრევი, თავის დროს იქიდანაც გაძევებული, მერე ძალით შევარდნილი, ბოლოს საქართველოში შემოპარული სააკაშვილი.

თურმე ტრაილერში, სადაც იმალებოდა, არაჟანით („სმეტანა“) იყო დატვირთული (შეიძლება სავსეც, სანამ ბელადი მუსრს გაავლებდა!) და ვიდეოებს იღებდა, „რამე რომ იყოს“, ვითომ როგორ გაიტაცეს და იმ ტრაილერის მძღოლს, რომელიც თავის ჭკუით საქმე გაუკეთა ღუპავდა. პრინციპში, კიდეც დაღუპა და ციხეშიც გაუშვა, მაგრამ „რამე რომ იყოს“ ადამიანის გატაცების ბრალდებით უშვებდა ციხეში… ენდეთ და მხარი დაუჭირეთ ახლა კიდევ ამისთანა ბელადს…. ჰო, მართლა, რომელი პროფილის საავადმყოფოში საჭიროებს გადაყვანას?” – წერს Facebook-ზე ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა კადრები, რომელშიც ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა.

ვიდეო-მასალაში სააკაშვილი საუბრობს თავის გატაცებაზე და აღნიშნავს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g