LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტყუილების გავრცელება პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“ აზარალებს” : ნათია მეზვრიშვილი

92
ნათია მეზვრიშვილი

„ტყუილების გავრცელება პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“ აზარალებს, ეს გამოჩნდება არჩევნების რეიტინგებში“ – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი ერთმანეთთან თანხვედრაშია, ეს არანაირად არ აზარალებს პარტიას „საქართველოსთვის, –  აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად აღმოჩნდა ვაშინგტონში, რასაც მედიაში სპეკულაცია მოჰყვა, რომ თითქოს ქვეყნის ორი ყოფილ ლიდერს შორის ფარული შეხვედრა შედგა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით დადასტურდა, რომ ეს არის ტყუილი და ხელისუფლება მსგავსი მოქმედებით აქტუალური საკითხებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ცდილობს.

პოპულალურები