LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უბრალოდ გენიალური მუსიკოსები შემომიერთდნენ“ – მანუ მურღულიამ Manu’s ბენდი ოფიციალურად წარადგინა

203
BeFunky-collage123412 3 4sdf (4)

ქართველი მომღერალი მანუ მურღულია სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. როგორც მომღერალი წერს, მისი მუსიკალური კარიერის ახალი ეტაპი იწყება — ოფიციალურად დაარსდა Manu’s ბენდი, რომლის წევრები, მანუს თქმით, „უბრალოდ გენიალური მუსიკოსები“ არიან.

„ახლა უკვე ოფიციალურად წარმოგიდგენთ Manu’s ბენდს, რომლის შემადგენლობაში უბრალოდ გენიალური მუსიკოსები შემომიერთდნენ, რაც ყველაზე მეტად მიხარია“, — წერს მანუ მურღულია სოციალურ ქსელში და ბენდთან ერთად გადაღებულ ფოტოსესიის კადრებსაც ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის და სად იგეგმება ბენდის პირველი ოფიციალური გამოსვლა, თუმცა, მომღერლის განცხადებიდან ცხადია, რომ გუნდი აქტიურ მზადებაშია და მსმენელს მრავალი მუსიკალური სიახლე ელოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g