LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცნაური ქალბატონი სევიჯი“ – პიესა ქველმოქმედებაზე, სიკეთესა და ადამიანურ თანადგომაზე – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი რეგიონებში საგასტროლო ტურნეს იწყებს

219
თუმანიშვილის თეატრი

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი რეგიონებში საგასტროლო ტურნეს იწყებს.

საქართველოს ოთხ ქალაქში წარმოდგენილი იქნება ინკლუზიური სპექტაკლი, „უცნაური ქალბატონი სევიჯი“ – ჯონ პატრიკის კომედია.

აღსანიშნავია, რომ პირველად ქართული თეატრის სცენაზე – პროფესიულ სცენაზე, სარეპერტუარო სპექტაკლში, შშმ პირები, პროფესიონალ მსახიობებთან ერთად თამაშობენ!

ეს არის პიესა ქველმოქმედებაზე, სიკეთესა და ადამიანურ თანადგომაზე…

1 სექტემბერი – 19:00 საათი – ქობულეთი

2 სექტემბერი – 17:00 საათი – ხულო

4 სექტემბერი – 19:00 საათი – ზუგდიდი

5 სექტემბერი – 19:00 საათი – სენაკი

დასწრება თავისუფალია!

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

თარგმანი – ირინე ჯავახიძე

რეჟისორი – ლუკა ინწკირველი

მუსიკალური გაფორმება – რუსუდან ბოლქვაძე

რეჟისორის ასისტენტი – ანუკი ხოშტარია

მხატვარი – ლიზა ჭიჭინაძე

ტექნიკური რეჟისორი – სოფო დანელია

დადგმის ხელმძღვანელი – რუსუდან ბოლქვაძე

სპექტაკლის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g