LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უდიდესი კაცი წავიდა.. ბევრი ტკივილით იცხოვრა ადამიანმა, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის გაუთავებელი სიხარული მოჰქონდა.. ასეთია ბედი და ფასი საქართველოში დიდად ყოფნის!“ – სანდრო ელოშვილი ლევან თედიაშვილზე

427
Untitled design (10)

რეჟისორი სანდრო ელოშვილი, ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის ლევან თედიაშვილის გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმაურება და წერს, რომ ლევანი ასგზის ჩემპიონია კაცობასა და ადამიანობაში. აღნიშნულის დასტურად კი სანდრო ელოშვილს ლევან თედიაშვილის ქმედებები მოჰყავს.

ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, ლევან თედიაშვილი გარდაიცვალა

„ყველასათვის ძვირფასი, ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი გარდაიცვალა“ – მაცაცო კევლიშვილი ლევან თედიაშვილზე

„უდიდესი კაცი წავიდა… ლეგენდარული ლევან თედიაშვილი! 💔

გარდა იმისა რომ 4 გზის მსოფლიო და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონია, ჩემი აზრით 100 გზის ჩემპიონია კაცობაში და ადამიანობაში!

მარტო ის რად ღირს, ირანში რომ მოიგო ფინალი, ჯილდოებზე და პრიზებზე უარი თქვა და შაჰს ერთი მოჭიდავის ციხიდან გამოშვება სთხოვა, რომელსაც 35 წელი ჰქონდა მისჯილი…

19 წლის ბიჭი, ვახო რომ ომში წავიდა, გაყვა…

სად მოდიხარო? რომ ჰკითხა შვილმა, შენზე ნასროლ ერთ ტყვიას მაინც გადავეფარებიო… ვერ ქნა, ხელებში ჩააკვდა…

ამ ტკივილით იცხოვრა…

საერთოდ ბევრი ტკივილით იცხოვრა ადამიანმა, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის გაუთავებელი სიხარული მოჰქონდა… ასეთია ბედი და ფასი საქართველოში დიდად ყოფნის!

ლევან თედიაშვილს გაუმარჯოს! მშვიდობით ჩემპიონო! ❤“, – წერს სანდრო ელოშვილი.

უდიდესი კაცი წავიდა… ლეგენდარული ლევან თედიაშვილი! 💔 გარდა იმისა რომ 4 გზის მსოფლიო და 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონია,…

Posted by სანდრო ელოშვილი on Saturday, February 17, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები