LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უფალო, მომეცი ძალა ვიყო სუსტი. მომეცი ძალა, ცრემლები არ ჩავიბრუნო, როცა მტკივა..” – გიორგი კეკელიძე

260
402629181_892274865587586_4930481896986847407_n

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში საკუთარი წიგნიდან „ახალი სიმღერები“ მონაკვეთს აქვეყნებს:

„უფალო, მომეცი ძალა ვიყო სუსტი. მომეცი ძალა, ცრემლები არ ჩავიბრუნო, როცა მტკივა,

მომეცი ძალა, მტკიოდეს და ამ ტკივილის გამჟღავნებას სხვისთვის ვბედავდე.

მომეცი ძალა, საკუთარ თავს აღსარება ვუთხრა და არ დავმალო არცერთი ცოდვა, როგორც ოდესღაც, ბავშვობაში, ჩემი სოფლის მღვდელთან ვმალავდი.

მომეცი ძალა, ვიყო ისეთი, როგორიც შენ გამაჩინე, ვიყო და არ შემრცხვეს.

მომეცი ძალა რომ ვიწამო სასწაულების, რომელიც გუშინწინ ვნახე და გუშინ გადავიფიქრე – როცა შუაღამისას დედაჩემის ლოცვას ვხედავდი და მიკვირდა, რომ დედაჩემი მოხრილი იყო და ჩრდილი გამართული და არ ვიცოდი, რომ სასწაული არის სწორედ ასეთი მარტივი, ასეთი ფრთხილი და თანაც უზარმაზარი. ან ვიცოდი და დავივიწყე.

მომეცი ძალა, სუსტი ვიყო – საკუთარ თავს ასე უფრო იოლად ვზიდავ, უფრო იოლად დავინახავ, უფრო ავწონი და გავზომავ, რადგან მაშინ ვეღარსად ვერ დამემალება“.

„დღეიდან სწორედ იმ ცენტრის გენერალური მენეჯერი ვიქნები, სადაც სიკვდილს გადამარჩინეს და ახალი სიცოცხლის შანსი მომცეს“ – გიორგი კეკელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები