LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა: უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და პარტიების საკოორდინაციო ჯგუფი თუ საბჭო, რომელიც ღონისძიებებს დაგეგმავს

56
გიგი უგულავა

უნდა ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო ჯგუფი თუ საბჭო, რომელიც ღონისძიებებს დაგეგმავს, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ოფისში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაცია.

“ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტელევიზიამ ფუნქციონირება გააგრძელოს. ეს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, რადგან ნიკა იმისთვის დაიჭირეს, რომ „მთავარი“ ჩამოიშალოს. ასევე უნდა იყოს საპროტესტო აქციები და ყველაფერი ერთად, საბოლოო ჯამში, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური პატიმარი, ნიკა უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ქვეყნის ჩათრევა რუსულ ჭაობში უნდა შეჩერდეს. ეს არის მეგა ამოცანა და ამის შესასრულებლად აუცილებელია ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

დღეს, 16 მაისს,  „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ენმ-ის პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ… ეს პოლიტიკური შურისძიება არაა – როგორ ეხმაურება უმრავლესობა გვარამიას დაკავებას

სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა – როგორ აფასებენ გვარამიას დაკავებას ოპოზიციაში

ამავე თემაზე: 

გაბუნია: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას

„ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ „რუსთავი 2“ აქცია თავისუფლების ციხესიმაგრედ და შეკრა გუნდი, რომელსაც ამ დრომდე ვერ მოერია „მანქურთთა ჯგუფი“ – ნოდარ მელაძე გვარამიაზე

ვიდეო – რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, რისთვისაც მთელი ცხოვრება წვალობდა, იმის გამო ასამართლებდნენ: სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიაზე

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

გიორგი მშვენიერაძე: „ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.. სინამდვილეში ხელბორკილი სიტყვის თავისუფლებას დაადეს“

სიმონიშვილი: ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g