LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში მებრძოლ ქართველს დახმარება სჭირდება: „ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, გავერთიანდეთ“

220
Untitled design

რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლ ქართველს – შოთიკო ბითაძეს, რომელმაც საომარი მოქმედებების დროს ხელის მტევანი დაკარგა, საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება.

შოთიკო ბითაძის თანამებრძოლი, გიორგი გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შოთიკოს კიდევ 5 ოპერაცია სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული:

„მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ხალხო, მე და შოთა ომის დაწყებიდან ვიბრძვით უკრაინაში ოკუპანტის წინააღმდეგ. შოთამ დაკარგა მარჯვენა ხელის მტევანი, ამჟამად გაუკეთდა 8 ოპერაცია და კიდევ სჭირდება 5 ოპერაცია, ასევე სჭირდება ხელის პროთეზი, რათა გააგრძელოს ჩვეულებრივი ცხოვრება და ბრძოლა ოკუპანტების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, გავერთიანდეთ და დავეხმაროთ შოთას.

Paypal: [email protected]

საქართველოს ბანკი – GE45BG0000000498814740

მიმღები: გიორგი გელაშვილი.

საჭიროა 20 000$ “, – წერს გიორგი გელაშვილი.

 

მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ხალხო,მე და შოთა ომის დაწყებიდან ვიბრძვით უკრაინაში ოკუპანტის წინააღმდეგ,შოთამ დაკარგა…

Posted by Giorgi Gelashvili on ორშაბათი, 29 მაისი, 2023

 

უკრაინაში მებრძოლი ქართველების შესახებ ინფორმაციას ვრცლად იხილავთ ბმულზე – ქართველი მებრძოლები უკრაინაში

„ერთი დღეც არ მქონია ადამიანური…დამიზიანდა თირკმელები, მიჭირს საუბარი” – უკრაინაში მებრძოლი ქართველის მიმართვა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები