LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ქართველ დიპლომატებს ოჯახის წევრების კიევიდან გაყვანის რეკომენდაცია მიეცათ

105
RTX3M28O

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში ქართველ დიპლომატებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ სურვილის შემთხვევაში კიევიდან ოჯახის წევრები გაიყვანონ.

ამასთან, უწყების თქმით, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან.

“უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ მიეცათ რეკომენდაცია სურვილის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ”, – აცხადებენ საგარეოს პრესსამსახურში.

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა.

ამავე თემაზე:

მსოფლიო დედაქალაქებს არ სძინავთ… რუსეთის შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, როგორი რეაგირება ექნება მსოფლიოს – დმიტრო კულება

ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონებისთვის სანქციების დაწესების შესახებ

რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი – ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად და სოლიდარობით: შარლ მიშელი

ბორის ჯონსონი: დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება ძალიან ცუდი სიგნალია – დიდი ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შეუძლია, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად

magti 5g