LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ზარინით მოწამლული ნადიმ ხმალაძე სამკურნალოდ გერმანიაში გადაჰყავთ: „დამიზიანდა ფილტვები, თირკმელები, პანკრეასი…“

259
nadim-xmaladze

უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე ჟურნალ „სარკეს“ უზიარებს ახალ ამბავს იმის შესახებ, რომ ზარინით მოწამვლის გამო მიღებული დაზიანებების სამკურნალოდ ის გერმანიაში გადაჰყავთ:

„უკვე მესამედ მოვხვდი კლინიკაში. ზარინით მოწამვლის შემდეგ გამოვალ მდგომარეობიდან და მერე ისევ მიმძიმდება სიტუაცია…

„ვეღარ ვხვდებით რა ხდება“ – ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა გაიზარდა

ახლა მითხრეს, რომ ზარინმა დამიზიანა ფილტვები, პანკრეასი, ღვიძლი და თირკმელები. ყველაზე მძიმედ ახლა ვარ. წინა შემთხვევებში, როცა საავადმყოფოში მოვხვდი, ცუდად არ ვიყავი. ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, რომ გერმანიის ერთ-ერთ სპეციალიზებულ კლინიკაში მოახერხებენ ჩემი და ჩემი მეგობრის, ვაჟა ცეცაძის გადაყვანას, სადაც უფასოდ გვიმკურნალებენ. ვაჟაც ჩემსავით მძიმედაა. კიევიდან გერმანიაში, ალბათ, ერთად წავალთ სამკურნალოდ. დანარჩენი ოთხის მდგომარეობა არ გართულებულა“.

„ჩემს სისხლშიც დადასტურდა ზარინის კვალი“ – რას წერს ქაცარავა მოწამლული ქართველი მებრძოლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

ვიდეო – პირდაპირი ბრძანებაა მიღებული რუსეთიდან, რომ არც ერთი ქართველი ტყვედ არ აიყვანოთ ადგილზე დახვრიტეთო: უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g