LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ბუჩას ქუჩებში მინიმუმ 10 დღის განმავლობაში ესვენა – ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

237
BeFunky-collage (1)

უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ბუჩას ქუჩებში სულ მცირე ათი დღის განმავლობაში ესვენა მანამ, სანამ უკრაინელი სამხედროები ქალაქს რუსული ძალებისგან გაათავისუფლებდნენ, -ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

2022 წლის 21 მარტით დათარიღებული სატელიტური სურათების ანალიზზე დაყრდნობით სამინისტრომ განმარტა, რომ ბუჩას ქუჩაში სულ მცირე 8 ცხედარი იყო.

 

 

შეგახსენებთ, ბუჩა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 2022 წლის 31 მარტამდე იყო ოკუპირებული.

ბუჩაში მომხდარის შემდეგ, ევროკავშირი რუსეთს ჰუმანიტარული კანონის დარღვევის და ომის დანაშაულის გამო, დამატებითი სანქციებით ემუქრება. ამერიკა კი უკრაინის შეიარაღებით დახმარებას გააგრძელებს.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ქალაქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა იმ პერიოდში, როცა მას რუსული ძალები აკონტროლებდნენ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g