LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მთავრობისგან ველოდებით მტკიცებულებებს ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, სხვა შემთხვევაში, გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ცრუ ბრალდებას ეხება: წულუკიანი

195
თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება უმოკლეს ვადებში ელოდება უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ინფორმაციის დასასაბუთებლად, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა.

უკრაინული მედია: რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ

წულუკიანი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ბინძურ ტყუილს უწოდებს და ამბობს, რომ როდესაც ერთი პირი მეორეს სდებს ბრალს, ბრალმდებელმა მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს:

თუ საქართველოს მტკიცებულებები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი, შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედებთ – კულება უკრაინული დაზვერვის განცხადებაზე

“როდესაც ერთი პირი მეორე პირს სდებს ბრალს, ბრალმდებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, თუ რა არის რეალობა საქართველოში. რეალობა არის, რომ მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება ყველა სანქცირებული მასალა. ეს არის ფაქტებით გამყარებული რეალობა. ხოლო როდესაც საწინააღმდეგოში სდებ ბრალს ​სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, თავადვე უნდა წარმოადგინო მტკიცებულებები. შესაბამისად, ჩვენ უმოკლეს ვადებში ველოდებით უკრაინის მთავრობისა და შესაბამისი სამსახურებისგან მტკიცებულებებს იმ ბინძური ტყუილების დასასაბუთებლად, რომლებიც გაჟღერდა ორიოდე დღის წინ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გავაკეთებთ დასკვნას, რომ საქმე ეხება ცრუ ბრალდებას, ძალიან თბილად რომ ვთქვა”, – აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე.

ამავე ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.

ვრცლად ამავე თემაზე:

ფინანსთა სამინისტრო: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი და პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს

სუსი უკრაინის დაზვერვისგან კონტრაბანდული ტვირთების გადატანაზე მტკიცებულებებს ითხოვს

ჩვენი ბრალი ვერ იქნება, თუ უკრაინა ჯერ კიდევ ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში გადაიქცა საქართველოდან გაქცეული კრიმინალების ნაკრძალად

ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას სამშობლოს წინააღმდეგ: მდინარაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა ცალმხრივია, ჩვენ მაინც მზად ვართ, ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ – კობახიძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ამ ტიპის დეზინფორმაცია სრულიად მიუღებელია – პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა: კახა კალაძე

გიორგი მშვენიერაძე: საქართველოს შესახებ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი არ არის

საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე – რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას გასცენ ბრძანებები, სპეცსამსახურებმა თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?: უკრაინის ვიცე-პრემიერი

ხვიჩია: თუ საქართველო კონტრაბანდული დერეფანი გახდა, ეს არ დაიმალება, გაფრთხილება მოგვცეს, რამეზე ხელი არ წაგიცდეთო

უსუფაშვილი: ვიდრე უტყუარ და მტკიცე საფუძველს არ ვნახავთ, შეუძლებელია, დავიჯეროთ ის, რაც გავრცელდა საქართველოს გავლით კონტრაბანდაზე

თუ მტკიცებულება ვერ იქნება, მტკიცებულება ბოდიშის მოხდამ უნდა ჩაანაცვლოს – სარჯველაძე უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები