LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე ოფიციალურად: ვენეციამ „ერთდღიანი“ ტურისტებისთვის გადასახადი შემოიღო

133
42136599_10214683390133150_5773685997271252992_n

წელს ვენეცია გახდება პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც ვიზიტისთვის ტურისტებისგან ფულს აიღებს. ფულის გადახდა მოუწევს ყველას, ვინც ქალაქის დათვალიერებას ერთი დღით გადაწყვეტს და ღამის გასათევად არ დარჩება. ამ გზით მერიას ისტორიული ქალაქის გადამეტებული ტურიზმისგან დაცვა სურს, წერს CNtraveler.

მერიამ „ერთდღიანი“ ტურისტებისგან ფულის აღების შესახებ პირველად 2019 წელს განაცხადა. თუმცა, ანგარიშსწორების სისტემის შემუშავებას იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე იგეგმებოდა.

ტურისტებს 5 ევროს გადაახდევინებენ. თუმცა, დასაწყისისთვის გადასახადი მხოლოდ კონკრეტულ დღეებში იმოქმედებს. წელს 29 თარიღი დასახელდა: 25 აპრილიდან 5 მაისამდე და მაისის ყოველი მეორე უქმე (11-12, 18-19, 25-26 მაისი), ივნისის ყველა უქმე დღე (8-9, 15-16, 22-23, 29-30 ივნისი) და ივლისის პირველი ორი უქმე დღე (6-7, 13-14 ივლისი).

ყოველწლიურად ქალაქს, რომლის მოსახლეობაც 55 ათასია, დაახლოებით 30 მილიონი ტურისტი სტუმრობს. ხალხის ნაკადი ვენეციაში უამრავ ნაგავს ტოვებს, იზრდება ხმაურის და შუქის დაბინძურება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები