LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმორჩილესად გთხოვთ გააზიაროთ.. რეაბილიტაციის კურსი და ძვირადღირებული მედიკამენტები სჭირდება“ – ბათუმში, ბატუტზე დაშავებულ 3 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

153
Untitled design

12 მარტს, ბათუმის ბულვარში ბატუტზე თამაშის დროს დაშავებულ 3 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

მდგომარეობა მძიმეა – ბატუტზე დაშავებული მეორე ბავშვი ოჯახმა თურქეთში გადაიყვანა

დაშავებული არასრულწლოვანი, რომელიც ოჯახმა თურქეთში გადაიყვანა, კვლავ საქართველოში ჩამოიყვანეს.

შოთო სიხარულიძე, რომელიც ქართველი ემიგრანტების შესახებ ხშირად წერს, ამჯერად საზოგადოებას მოუწოდებს, 3 წლის დანიელ ბერიძის დასახმარებლად გაერთიანდნენ:

„12 მარტს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად, გარდაიცვალა 9 წლის დავიდ ბერიძე. მისი მცირეწლოვანი ძმა 3 წლის დანიელ ბერიძე უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს თურქეთის კლინიკაში. იქ გადიოდა მკურნალობას, ამჟამად ბავშვი ბათუმის კლინიკაში გადმოიყვანეს. გთხოვთ, დავეხმაროთ პატარა დანიელის ოჯახს, რადგან მას რეაბილიტაციის კურსი და ძვირად ღირებული მედიკამენტები სჭირდება.

შოთო სიხარულიძე უმორჩილესად გთხოვთ გააზიაროთ და დავეხმაროთ პატარა დანის დედ-მამის ერთადერთ იმედს და ცხოვრების ნათელ წერტილს !!!

მიმღები მამა, თაზო ბერიძე:

GE67TB7699245068100030 – თიბისი ბანკი

GE20BG0000000545804997 – საქართველოს ბანკი“, – წერს შოთო სიხარულიძე.

მანამდე, სოციალური სელის მეშვეობით, საზოგადოებას მხარდაჭერის თხოვნით მიმართა ოჯახის ახლობელმაც.

10 წლის ბავშვი, რომელიც ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა

„ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება“ – ბათუმის ბულვარში ბავშვის დაღუპვის საქმეზე 1 პირი დააკავეს 

ბათუმის ბულვარში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინეს

„2 დღეა ვფიქრობ, რაღაცაში არ ვარ მართალი“ – ბატუტის მფლობელს, რომელზე მოთამაშე ბავშვიც დაიღუპა, პატიმრობა შეეფარდა 

ცნობისათვის, 12 მარტს ძლიერმა ქარმა გაიტაცა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი, რომელზედაც ბავშვები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 წლის მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. მისი 3 წლის ძმა კი დაშავდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g