LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ვიზრუნოთ, რომ ომი არ დაიწყოს და ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ზიანი არ მიადგეს, ამასთანავე, უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე: კობახიძე

101
1

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე რუსეთ-უკრაინის კრიზისს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელისუფლება უკრაინელ ხალხს სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებს.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, პირველ რიგში, ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ომი არ დაიწყოს ომი და უკრაინელ ხალხს ზიანი არ მიადგეს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაც და ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი ამ პრინციპით იქნება ნაკარნახევი:

“ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რაც შეეხება უკრაინის გარშემო მომდინარე მოვლენებს, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და ამის მიხედვით უნდა მივიღოთ ყოველი შემდგომი გადაწყვეტილება.

ჩვენ სოლიდარობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ნებისმიერი ომი, რომელიც შეიძლება, უკრაინის ტერიტორიაზე წარიმართოს, უმძიმესი იქნება, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხისთვის.

პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ დაიწყოს ომი და ზიანი არ მიადგეს ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს. ამასთანავე, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე და თითოეული ჩვენი ნაბიჯი ამ პრინციპით ნაკარნახევი იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.

უახლეს ცნობებს კრიზისული ზონიდან გაეცნობით აქ:

ვიდეო: დონბასში ბოევიკებმა ცეცხლი კვლავ გახსნეს, ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა – უკრაინული მედია

ევროკავშირი მკაცრად გმობს სტანიცა ლუგანსკაში საბავშვო ბაღის დაბომბვას: ჯოზეფ ბორელი

ნატოსკენ მიმავალ გზაზე უკრაინამ უნდა მიიღოს გარანტიების სისტემა: ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი: დონეცკსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვა რუსეთმა შესაძლოა, ომის წინაპირობად გამოიყენოს, როგორც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გააკეთა

პოპულალურები