უწმინდესო და უნეტარესო, მადლობა, ფიქრში გატარებული თითოეული დღისთვის, რომ დაგეცვათ და გაგემტკიცებინათ ენა, მამული, სარწმუნოება, – აღნიშნულის შესახებ მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ნონა გაფრინდაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
„მადლობით მინდა დავიწყო, უწმინდესო და უნეტარესო მადლობა თითოეული დღისთვის, გატარებული ფიქრში, რომ დაგეცვათ და გაგემტკიცებინათ ენა, მამული, სარწმუნოება. მადლობა ჩვენი ტრადიციების, ოჯახური ღირებულებების და ღირსების დაცვისთვის. მე მინდა თანავუგრძნო მთლიანად საქართველოს.
ჩვენი პატრიარქი ეპოქალური მოღვაწეა და მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია, როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის“, – განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.
ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
