LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზომოდ შეყვარებულები – ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის უსაყვარლესი ფოტოები ლოს-ანჯელესიდან

241
page

ჰოლივუდის ახალგამომცხვარი და უკვე ყველასთვის საყვარელი წყვილი, ჯიჯი ჰადიდი და ბრედლი კუპერი ლოს-ანჯელესში სეირნობის დროს გადაიღეს. ისინი ქუჩაში მოღიმარი სახეებით, ხელჩაკიდებულები გადაადგილდებოდნენ.

მოგვიანებით მათ ცნობილ რესტორანში, IL Mulino-ში ივახშმეს. ამ დღეს 50 წლის კუპერი შავ ჯინსსა და ამავე ფერის მოსაცმელში იყო გამოწყობილი, 30 წლის ჯიჯის კი ყვითელი ქვედაბოლო, ზედა და ნაცრისფერი მოსაცმელი ამშვენებდა.

ცნობისთვის, გაზაფხულზე ჯიჯი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა, ასე რომ, მალე შესაძლოა წყვილი დაქორწინდეს კიდეც.

დედინაცვალი და გერი – ჯიჯი ჰადიდი ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ქალიშვილთან ერთად სეირნობის დროს გადაიღეს

ვნებიანი კოცნა და ბრედლი კუპერთან პირველი ერთობლივი ფოტო „ინსტაგრამზე“ – 30 წლის მოდელი იუბილედან კადრებს გვიზიარებს

უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი და ბედნიერი სახეები – ჯიჯი ჰადიდისა და ბრედლი კუპერის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები