ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრეები სასაწყობე ფართების იმ ნაწილის დაცლას ცდილობენ, სადაც ამ დროისთვის ხანძარი გავრცელებული არ არის.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.
„სულ ყველაფერი დაიწვა, არაფერი დარჩა. კოშმარი იყო ისეთი დაკვამლიანება იყო. მეორეული ტანსაცმლის ნაწილიც დამწვარია. ერთიანად არის გაჩენილი ხანძარი. ისეთი შავი კვამლი გამოდიოდა….“, – აღნიშნავენ მოვაჭრეები.
„როდესაც მოვედი, 06:15 საათი იყო. დავრეკეთ მალევე სამაშველო სამსახურში. ხანძარი მალე გავრცელდა“, – აღნიშნავს კიდევ ერთი მოვაჭრე.
ფოტო: „ინტერპრესნიუსი“