LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაინონა რაიდერმა აღიარა, რომ ალ პაჩინოზე იყო შეყვარებული, მისგან კი, უარი მიიღო

890
ვაინონა რაიდერმა აღიარა, რომ ალ პაჩინოზე იყო შეყვარებული, მისგან კი, უარი მიიღო (1)

53 წლის ვაინონა რაიდერი ჟურნალ Elle-ის ახალი ნომრის გარეკანს ამშვენებს. გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა გაამხილა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში შეყვარებული იყო ალ პაჩინოზე, რომელიც მასზე 30 წლით უფროსია. მსახიობმა ვარსკვლავი უარყო, რადგან ის „ძალიან ახალგაზრდა“ იყო, შემდეგ კი ახალგაზრდა ქალთან დაიწყო ურთიერთობა.

ვაინონა რაიდერი და ალ პაჩინო ერთად თამაშობდნენ ფილმში „სიმონე“, რომელიც 2002 წელს გამოვიდა.

მსახიობის თქმით, ალ პაჩინო, როგორც ცნობილი ყავის მოყვარული, ხშირად დაჰყავდა ყავაზე ნიუ-იორკის სხვადასხვა ადგილას და რაღაც მომენტში მიხვდა, რომ შეუყვარდა.

„სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული ალ პაჩინოზე, როცა ერთად ფილმზე ვმუშაობდით. ის უზომოდ იყო გატაცებული ყავით და მთელ ნიუ-იორკში დამატარებდა ყველაზე უცნაურ ადგილებში, რომ სხვადასხვა სახეობის ყავა გამესინჯა“, – იხსენებს ვაინონა.“

„მე 22 წლის ვიყავი ან უფრო მეტის. საბოლოოდ მან სახლში დამტოვა და მე ვუთხარი, მიყვარხარ, იცი. მე ძალიან შეყვარებული ვარ. მან კი მიპასუხა, ოჰ, ძვირფასო, არა“ – გაიხსენა ვაინონამ. მან დასძინა, რომ 10 წლის შემდეგ, მან მსახიობის შეყვარებული გაიცნო, რომელიც მასზე ახალგაზრდა აღმოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილ ადამიანებს რომანტიკული ურთიერთობა არ ჰქონიათ, ისინი დღემდე მეგობრებად დარჩნენ და ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ. „მე ხანდახან მასთან პოკერს ვთამაშობ. ეს საუკეთესო რამაა, რაც კი ოდესმე გვქონია“.

85 წლის ალ პაჩინოს პირადი ცხოვრება კვლავ ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს. მსახიობი ცოტა ხნის წინ რომში ახალგაზრდა ჟურნალისტთან პაემანზე გადაიღეს, გასულ წელს კი 30 წლის ნურ ალფალას დაშორდა.

ლეგენდა კვლავ შეყვარებულია – 85 წლის ალ პაჩინომ ახალი რჩეული გამოაჩინა და ის 31 წლისაა

„სიძულვილის ეტაპის გადალახვაში მიშელ პფაიფერი დამეხმარა“ – უაინონა რაიდერის სასწაული ფოტოსესია და საუბრები ჯონი დეპთან განშორებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები