ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირებისას ერთი პირი დაჭრეს.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა, რა დროსაც მეტროს მიმდებარედ 2 მოქალაქეს შორის შელაპარეკების დროს, ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით, დანით დაიჭრეს.
პოლიციამ თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ უწყებამ გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.