ამ დღეებში, ნიუ-იორკში, ამერიკის საფონდო ბირჟის სივრცეში, Versace-ს წინა საშემოდგომო ჩვენება გაიმართა. პოდიუმის წინა რიგები დონატელას სპეციალურ სტუმრებსა და ახლო მეგობრებს შორის, საკმაოდ ბევრმა ცნობილმა სახემ დაიკავა.
მანჰეტენზე შეკრებილებს შორის, ფოტოგრაფების ობიექტივში კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მოხვდნენ. ვარსკვლავურმა წყვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მათთვის იმიჯი ყველაზე მნიშვნელოვანია. რეალითი შოუს ვარსკვლავმა ბრჭყვიალა ნაცრისფერი მოკლე კაბა მოირგო, რომელიც მის დეკოლტეს ხაზს უსვამდა. საინტერესოა, რომ რეპერმა მეუღლისგან განსხვავებით თბილად ჩაიცვა და კამერების წინ მუქი ლურჯი პალტოთი და სპორტული ტანსაცმლით იპოზიორა.
აღსანიშნავია, რომ მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი წყვილი მოექცა. საღამოს ,,მოსიარულე მკვდრების” ვარსკვლავი, ნორმან რიდუსი მეუღლესთან, დიანა კრიუგერთან ერთად დაესწრო, რომელიც ცოტა ხნის წინ, დედა პირველად გახდა. როგორც ჩანს 40 წლის მსახიობმა გარდერობის განახლება ვერ მოასწრო, რადგან კრიტიკოსებმა გერმანელ ვარსკვლავს არჩევანი დაუწუნეს. პასტელურმა ფერებმა, რომლებიც დიანას მინი კაბაში დომინირებდა, ბევრს გასული წლის ტრენდი გაახსენა.
აღსანიშნავია, რომ საღამოს ასევე ისეთი ვარსკვლავები ამშვენებდნენ, როგორებიც: უმა თურმანი, ბლეიკ ლაივლი, ვინი ჰარლოუ, სარა სამპაიო და ლუპიტა ნიონგ’ო არიან.