LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვენეციის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნების იურიდიული და სამართლებრივი მხარე ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით“ – ირაკლი ქადაგიშვილი

125
ირაკლი ქადაგიშვილი

„საქართველოს მაგალითზე ყოველთვის ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს ხოლმე, რომ ხშირად გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით იყო შემოფარგლული და მათ მიერ გაკეთებული დასკვნების იურიდიული და სამართლებრივი მხარე ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით“, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან 66 ორგანიზაციისთვის მხარდაჭერის შეჩერების გადაწყვეტილება, რომელთა შორისაა ვენეციის კომისიაც.

„კომისია თავის დროზე შექმნილი იყო სწორედ იმისთვის, რომ ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოებულობის გარეშე, წმინდა სამართლებრივი დასკვნები გაეკეთებინა ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში. თუმცა, საქართველოს მაგალითზე ყოველთვის ლაკმუსის ქაღალდივით ჩანს ხოლმე, რომ ხშირად გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პრეამბულით იყო შემოფარგლული და მათ მიერ გაკეთებული დასკვნების იურიდიული და სამართლებრივი მხარე ფაქტობრივად ნიველირებული იყო პოლიტიკური ნაწილით. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გარკვეულწილად, ეს ყველაფერი სწორედ იმ შიდა ეროზიის შედეგია, რაც მთელ რიგ საერთაშორისო სტრუქტურაში ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო ან მფლანგველურ საერთაშორისო ორგანიზაციას“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელში დაწერა.

აღნიშნულ ორგანიზაციებს შორისაა ვენეციის კომისია.

რუბიოს ინფორმაციით, გრძელდება განხილვა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც. ამასთან, რუბიოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაციები, რომელთა დატოვებასაც შეერთებული შტატები გეგმავს, აქტიურად ცდილობენ ამერიკის სუვერენიტეტის შეზღუდვას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g